ბრწყინვალე საშუალებები კოდის შესწავლისა
და სწავლებისთვის მარტივად და მხიარულად

Thimble არის სრულყოფილი კოდის რედაქტორი, რომელიც ეშვება პირდაპირ ბრაუზერში. ის განკუთვნილია დამწყები შემმუშავებლებისთვის, რომ მარტივად შექმნან საკუთარი საიტები და ვებპროექტები HTML, CSS და JavaScript-ის გამოყენებით. ყველაფერი რაც საჭიროა, პირდაპირ თქვენს თითებთანაა, რისი საშუალებითაც თქვენ (ან თქვენი ჯგუფი) შეძლებთ შეისწავლოთ და იმუშაოთ უმოკლეს დროში.

ეს არის კოდის რედაქტორი, ვებსერვერი, ბრაუზერი და შემმუშავებლის ხელსაწყოები ყველა ერთში—და რასაკვირველია, უფასოა!

ცვლილებები გამოჩნდება მყისიერად

შექმენით და გამოცადეთ სწრაფად წინასწარი შეთვალიერების დახმარებით. მისი საშუალებით ცვლილებები შეგიძლიათ იხილოთ მყისიერად.

ნებისმიერი Thimble პროექტის გადაკეთება

მოგეწონათ Thimble პროექტი რომელიც იხილეთ? გადააკეთეთ და შექმენით საკუთარი ვერსია. ასევე, შეგიძლიათ გაუგზავოთ სასურველი პროექტი მეგობრებს ან მოსწავლეებს—და ნახოთ, რა გამოუვათ.

გამოსადეგი კოდის ფრაგმენტები

იმუშავეთ სწრაფად, ხელსაყრელი HTML, CSS და JavaScript კოდის ფრაგმენტების სიის შექმნით, რომლის ჩამატებასაც შეძლებთ თქვენს კოდში.

ჩაშენებული JavaScript კონსოლი

JavaScript-თან მუშაობთ? Thimble-ის ჩაშენებული კონსოლი გაგიმარტივებთ კოდის შემოწმებისა და გამართვის პროცესს.

ფაილების დამატება და მართვა

Thimble მუშაობს, როგორც ნამდვილი ვებპროექტი, შეგიძლიათ შექმნათ, გადაარქვათ, წაშალოთ და ატვირთოთ კიდეც, თქვენი ფაილები.

  • ჩამოტვირთეთ თქვენი პროექტის .zip არქივი, თქვენს კომპიუტერში სანახავად
  • გადმოიტანეთ და ჩააგდეთ ფაილები თქვენი კომპიუტერიდან Thimble-ში

ჩართეთ ან გამორთეთ შუქი

Thimble-ს გააჩნია მუქი და ნათელი თემები, ასე რომ აირჩიეთ რომელიც მოგესურვებათ. ასევე, შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა პარამეტრებიც, მაგალითად ტექსტის ზომა.

მიჰყევით და შექმენით ჩაშენებული მითითებები

პროექტებს შეიძლება დაერთოს მითითებები, რომლებიც დაგეხმარებათ (თქვენ ან თქვენს მოსწავლეებს) საკითხების შესწავლაში, ცვლილებების შეტანისას.

მიიღეთ კოდის მინიშნებები ტექსტის აკრეფისთანავე

ნუ გადაიღლით თავს უამრავი წესისა და სინტაქსის დამახსოვრებით. Thimble მოგცემთ მინიშნებებს HTML, CSS და ასევე JavaScript ფაილებში.

ჩაასწორეთ CSS პირდაპირ თქვენს HTML გვერდებზე

შექმენით CSS სტილები თქვენი ელემენტებისთვის HTML გვერდის ჩასწორების შეწყვეტის გარეშე. მოათავსეთ მაჩვენებელი ნებისმიერი ელემენტის ჭდეზე და დააწექით Cmd/Ctrl + E კლავიშებს CSS სტილების შესადგენად.

გამოაქვეყნეთ პროექტები ინტერნეტში სწრაფად.

შეგიძლიათ პროექტები გამოაქვეყნოთ ინტერნეტში ერთი დაწკაპებით. მოგვიანებით, ცვლილების შეტანის შემდეგაც მარტივად შეგიძლიათ განაახლოთ პროექტი.

აირჩიეთ ფერები პირდაპირ რედაქტორში

მოათავსეთ მაჩვენებელი ნებისმიერი ფერის მნიშვნელობაზე CSS ფაილში და დააჭირეთ Cmd/Ctrl + E ფერების პალიტრის გასახსნელად.

შეამოწმეთ თქვენი პროექტი მობილურ მოწყობილობაზე

მობილურ რეჟიმში შეთვალიერებაზე გადართვა, საშუალებას მოგცემთ ნახოთ თვენი ნამუშევარი მცირე ზომის მოწყობილობაზე. ასევე, შეგიძლიათ გადართოთ სრულეკრანიან შეთვალიერებაზე, დიდი ზომის ეკრანზე სანახავად.

იპოვეთ HTML ელემენტები სწრაფად

ჩართეთ DOM დაკვირვება და გადაატარეთ მაჩვენებელი სხვადასხვა ელემენტებს შეთვალიერებისას. Thimble გამოჰყოფს თითოეულთან დაკავშირებულ კოდს HTML რედაქტორში.

სურათის ფილტრები

გაამრავალფეროვნეთ თქვენი პროექტი სურათებზე ფილტრების დადებით. ფისუნია, გაცილებით უკეთ გამოიყურება ასე!

გადაიღეთ სელფი

დაამატეთ თქვენი სურათი ნებისმიერ გვერდზე მუშაობისას Thimble-ის სელფის ხელსაწყოთი—რომელიც გამოიყენებს თქვენი კომპიუტერის ვებკამერას. უბრალოდ, დაიწყეთ აკრეფა <img src= ჭდის თქვენს HTML გვერდზე და იხილავთ საჭირო მითითებებს.