გაინტერესებთ ღია კოდზე მუშაობა?
დაგვეხმარეთ Thimble-ს შემუშავებასა და გაუმჯობესებაში!

ხარვეზების მოხსენება “პირველი ხარვეზის” პოვნა, მუშაობის დასაწყებად

წვლილი რატომ შევიტანო?

  • თქვენი ნამუშევარი გამოადგება მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან
  • შეიძენთ დიდძალ გამოცდილებასა და ცოდნას
  • დაეხმარებით Mozilla-ს ინტერნეტის გახსნილობისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში
  • საზოგადოებრივი საქმიანობა, სიამოვნების მომნიჭებელია!

Thimble წარმოადგენს ღია წყაროს პროექტს, რომელიც შექმნილია Mozilla-ს ფონდსა და Seneca College-ის CDOT-ს შორის თანამშრომლობით. შექმნის თარიღიდან დღემდე, მის წარმატებაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ მოხალისეებს, მთელი მსოფლიოდან.
ეს ნამდვილად საერთაშორისო პროექტია, ნათარგმნია 33 ენაზე (100-ზე მეტი მუშავდება) და მისით სარგებლობენ ვებტექნოლოგიების შემსწავლელები, 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

შეტანილი წვლილი არასდროსაა მცირე

ნებისმიერი სახისა და ოდენობის დახმარება მისაღებია. არაა აუცილებელი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყოთ, ჩვენი პროექტის მონაწილეების ნახევარზე მეტს, სწორედაც რომ სტუდენტები წარმოადგენენ. შეგიძლიათ დაიწყოთ, თუნდაც ხარვეზების შესახებ მოხსენებების გამოგზავნით…

  • მოგვახსენეთ ხარვეზის, გაუმართაობის ან მართლწერის შეცდომების შესახებ
  • მოითხოვეთ რამეს შეცვლა, ახალი შესაძლებლობის დამატება ან საწყისი პროექტები
  • გამოგვეხმაურეთ

მიდით, გამოგვიგზავნეთ მოხსენება!

თუ გსურთ, უფრო რთულ სამუშაოს შეეჭიდოთ, ქვემოთ იხილეთ ჩვენი პროექტები GitHub-ზე.